Back to top
Skip to main content
  • food
ყველაფერი საუკეთესო საქართველოდან, საუკეთესო სტუმრებს
დარეკეთ: +99532 2772020
ძველი თბილისის პანორამული ხედი მეათე სართულიდან, თბილისის ყველა ლამაზ დეტალს მკვეთრად დაგანახებთ. გაატარეთ დღე თანამედროვე ქართულ სასადილო დარბაზში ან ღამის განმავლობაში უგემრიელესი კოქტეილები დაგემოვნეთ. ეს უბრალოდ თანამედროვე ქართული გრილი როდია, აქ ქართული სამზარეულოს თავისებურებები საერთაშორისო კერძების მრავალფეროვან პალიტრას ერწყმის. გასინჯეთ ჩვენი მრავალფეროვანი სალათები ან დააგემოვნეთ შეშაზე შემწვარი უგემრიელესი ხორცის კერძები. ისიამოვნეთ ყოველი ლუკმით. გთავაზობთ განცალკევებულ სასადილო დარბაზს განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. ასევე შეგიძლიათ ორი სხვადასხვა ტერასის გამოყენება განსაკუთრებული დღეებს აღსანიშნავად.
Our Story
  • მდებარეობა:
  • თბილისი, თელავის ქ. 20, თბილისი 0103
  • სამუშაო საათები:
ბრანჩი უქმეებზე
Ati Restaurant - Zucchini Salad
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
Ati საქართველოს საუკეთესო მხრიან დაგანახებთ: ქართული თავაზიანობა და სანახაობრიობა თანამედროვე სინთეზის ახალ შესაძლებლობებს ერწყმის. შევქმენით უნიკალური ქართული „ტაფები", რომლებზეც ქართული ნუგბარი - მინიატურული კუბდარი, სოკო ბადრიჯნის, წიწაკისა და ყველის სატენითაა დალაგებული. ჩვენი ახლებური ბრანჩი ქართულად გთავაზობთ ისეთ მოულოდნელობებს, როგორიცაა ტოსტი ნიგვზით, ბროწეულით და „ბრის" მდნარი ყველით, გაფცქვნილი ბოლოკისა და ჭარხლის სალათა პარმეზანითა და პიტნით.
Ati Restaurant - Barmen Creating Cocktail
პერსონალი
ჩვენი მიზანია ტრადიციისა და სტუმართმოყვარეობის ფერხულში ჩაბმული პერსონალის მიერ გაწეული უბადლო მომსახურებაა. ვიცით, როგორ უნდა გაგრძნობინოთ თავი ძვირფას სტუმრად: ჩვენი პერსონალის თავაზიანობა და სრულიად განსხვავებული ატმოსფერო უთუოდ გაგაგებინებთ, თუ რას გულისმობს ქართული გამოთქვა: „სტუმარი ღვთისაა!"